გერმანელი პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ბერლინის ჩარიტის კლინიკის ნეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ჰალმარ ბერნულფ შტაინაუერი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და თსსუ–ის უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია.

     

 

2010 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჩარიტეს უნივერსიტეტის შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, თსსუ–ის 8 სტუდენტმა გაიარა სტაჟირება საუნივერსიტეტო კლინიკებში. მიმდინარე წელს კოტბუსის კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის 4 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები როგორც დიპლომამდელ ისე დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და სხვ.