გერმანელი სტუმრები თსსუ-ში

გერმანელი სტუმრები თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ გეტინგენის გეორგ-ავგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებთან.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ინფორმაციები გაცვალეს. თსსუ-ის რექტორმა და ადმინისტრაციის წევრებმა  სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, მათ შორის სასწვალო პროგრამების, კლინიკური ბაზებისა და საერთაშორისო პარტნიორობის შესახებ. ქართულმა მხარემ ასევე დეტალური ინფრომაცია მოისმინა გერმანელი სტუმრებისგან.

მხარეებმა ისაუბრეს ყველა იმ მიმართულებაზე, რაც თსსუ-სა და გეტინგენის გეორგ-ავგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის როლს, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკასა და სამეცნიერო კვლევებში მისი გამოყენების შესაძლებლობებს.

მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დაწყებულია მუშაობა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.