თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები, თსსუ-ის საპატიო დოქტორები: ჰელმუტ ზიბერი, ანდრეას ჰამმახერი, ვიქტორ ვაილერტი. 3 ივნისს მათ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩაატარეს, ხოლო 5 და 6 ივნისს კი ურთულესი თანდაყოლი მანკების 11 ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის აღსანიშნავია: საფეთქელ-ქვედაყბის ძვლოვანი ანკილოზი; ცხვირის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (რინოპლასტიკა); ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ჰეილოპლასტიკა); სახის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ურანოპლასტიკა).
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს აქტუალურ საკითხებზე თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ვიდეო