გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უკრაინელ ბავშვებს უფასო ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა უკრაინელ ბავშვებს უფასო ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი სპეციალისტები უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო ამბულატორიულ გასინჯვებს ატარებენ. 

უკრაინული ოჯახი, რომელიც 5 წევრისგან შედგება, ქალაქ ხერსონიდან რუსულ აგრესიას გამოექცა და თავშესაფარი საქართველოში იპოვა. უკვე რამდენიმე დღეა მათ ქართველი ქალბატონი თბილისში, საკუთარ სახლში მასპინძლობს.

უკრაინული ოჯახის ახლადშეძენილი ორი წევრი (1 თვის ტყუპები) გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით თსსუ-ის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა მიიღო. ტყუპებს კლინიკაში ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ.