გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

191112_USA_SCAVLIS_MSURVELTATTVIS2012 წლის 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის “ცისფერ დარბაზში” გაიმართა გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ორგანიზატორები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტი, გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის 2011-2012 წლის გამარჯვებული სალომე კიკვაძე და თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

გლობალური სტუდენტური გაცვილითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირღიზეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. გამარჯვებულთა შერჩევა ჩატარდება ღია თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე. 

პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის კონკურსის წესებსა და შეხვდნენ პროგრამის გამარჯვებულებს: თიკო შერგელაშვილს, ელენე იორდანიშვილს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), ანი ჩხიკვაძეს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), დავით საყვარელიძეს (თავისუფალი უნივერსიტეტი). პრეზენტაციას ესწრებოდა IREX საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების ოფიცერი ეკატერინე ყუფუნია.

191112_USA_SCAVLIS_MSURVELTATTVIS_2 191112_USA_SCAVLIS_MSURVELTATTVIS_1 191112_USA_SCAVLIS_MSURVELTATTVIS_3