გრძელდება თანამშრომლობა ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამას „შენარჩუნება“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

გრძელდება თანამშრომლობა ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამას „შენარჩუნება“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის

2013 წლის 13 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამას „შენარჩუნება“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა   შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების კლინიკური დეპარტამენტების  პროფესორ– მასწავლებლები.

ღონისძიებაზე საზოგადოებას მიესალმნენ ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამის „შენარჩუნება“ დირექტორი და ამავე პროგრამის  დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ტექნიკური  ექსპერტი  ეკა ფესტვენიძე. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ოსლოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ბაბილ სტრეი პედერსენმა. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური დეპარტამენტების  თანამშრომლებს გააცნო ოსლოს უნივერსიტეტის გამოცდილება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩატარების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.

შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა ბაბილ სტრეი პედერსენმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.