ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის პროფესორის, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ბანუ ანლარის ლექციები თსსუ–ში

ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის პროფესორის, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ბანუ ანლარის ლექციები თსსუ–ში

2013 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების გენერალური მდივანი, პროფესორი ბანუ ანლარი.

პროფესორმა ბანუ ანლარიმ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე:

1. “ცენტრალური ნერვული სისტემის აუტოიმუნური დაავადებები: დიაგნოსტიკა და მართვა”;
2. “ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვთა ნევროლოგიური შეფასების კრიტერიუმები”;
3. “ბავშვთა ასაკის მიასთენია (თანდაყოლილი და შეძენილი) დიაგნოსტიკა და მართვა”.

ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია და პრეზენტაცია ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების მიმართულებით.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა თსსუ–ის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გელაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი პროფესორი ნათელა იმედაძე და  მოწვეული სტუმარი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის  პროფესორი ბანუ ანლარი.

     

პროფესორმა ბანუ ანლარიმ დაათვალიერა ასევე თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი  და ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-სამედიცინო ტექნოლოგიებით – თანამედროვე კომპიუტერული და ურთულესი მაღალტექნოლოგიური სასწავლო აპარატურით – სამედიცინო სიმულატორებით. ლაბორატორიის მიზანია კლინიკური საქმიანობის პრაქტიკული ჩვევები თანამედროვე დონეზე შეასწავლოს მომავალ ექიმებს. 

პროფესორმა ბანუ ანლარმა მონაწილეობა მიიღო რთული კლინიკური შემთხვევების ერთობლივ გარჩევაში.