2024 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ჰოსპიტლების გაერთიანების Sud lle-de France (საფრანგეთი) წარმომადგენლები: ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი სილვან დიამანტისი და ექიმი ინფექციონისტი და შინაგანი სნეულებების სპეციალისტი, საფრანგეთში მოღვაწე თსსუ-ის კურსდამთავრებული ეკატერინე ჩაკვეტაძე.
სტუმრებს უმასპინძლეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რექტორის აპარატის უფროსმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ და თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ.
შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ გამოთქვა დიდი დაინტერესება თსსუ-თან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. დაისახა უახლოესი გეგმა, რომელიც Sud ile-de France-ის ჰოსპიტალების ქსელში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტეტის სტუდენტების და რეზიდენტებს სტაჟირებას გულისხმობს.