ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–ს დამაარსებელი თსსუ-ში

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“–ს დამაარსებელი თსსუ-ში

   
   

2016 წლის 15 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი პატრიცია ბლერი, „ACTS Georgia“-ს პრეზიდენტი გიორგი წილოსანი, მცხეთა–მთიანეთის მხარის გუბერნატორის  მოადგილე გურამ ამირიძე. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა და კლინიკური უნარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასისტენტ–პროფესორი დალი ჩიტაიშვილი.

როგორც ქალბატონმა პატრიცია ბლერმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საიმედო პარტნიორია, ამიტომ მათ დიდი სურვილი აქვთ სამომავლო პროექტებშიც გაგრძელდეს ურთიერთთანამშრომლობა.  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მზადყოფნა გამოხატა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  ჩაერთოს   მნიშვნელოვან პროცესში, მონაწილეობა მიიღოს იმ სამედიცინო პროექტების განხორციელებაში,  რაც სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკვე ორი ათეული წელია თანამშრომლობს.