,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“ ინტერაქციული კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“ ინტერაქციული კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული კონფერენცია - ,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“. კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მონაწილეობით. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო აღნიშნული კლინიკის იშვიათი კლინიკური შემთხვევები, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში განხილული იქნა პროფესორებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ. 

კონფერენციაზე მომხსენებლები გახლდნენ:

- თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; 

- თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი მიხაელ ლენტცე ( გერმანია);

- თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ბუაძე;  

- თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე;  

- თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი სანდრო კილაძე.

კონფერენციამ თსსუ-ის სტუდენტთა და რეზიდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.