იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პირის ღრუს, თავისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შტეფან შლუტცე-მოსგაუს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პირის ღრუს, თავისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შტეფან შლუტცე-მოსგაუს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 17-18 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პირის ღრუს, თავის ქალისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შტეფან შლუტცე-მოსგაუ,რომელმაც სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV და V კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

„პირის ღრუს და ყბა–სახის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა“;
„თავის და კისრის სიმსივნეების მკურნალობის თანამედროვე კონცეფციები“;
„პლასტიკური და საღეჭი სისტემის რეაბილიტაცია ყბა–სახის ქირურგიაში“.