,,იმედი L“ -მა მუშაობის მსურველი სტუდენტები დაარეგისტრირა

,,იმედი L“ -მა მუშაობის მსურველი სტუდენტები დაარეგისტრირა

2014 წლის  22 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის ,,ცისფერ“ დარბაზში გაიმართა სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L“ -ის შეხვედრა სტუდენტებთან.

კომპანიის წარმომადგენლებმა  სტუდენტებს გააცნეს ვაკანსიებთან დაკავშირებული დეტალები  და შეხვედრის დასრულების შემდეგ  დაარეგისტრირეს მუშაობის დაწყების მსურველები.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურსა და კომპანია ,,იმედი L“– ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე, 2014 წლის მაისი-სექტემბრის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა 87 სტუდენტი და კურსდამთავრებული.