იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონცერტი–აქცია თსსუ–ში

იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონცერტი–აქცია თსსუ–ში

 

იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინიციატივით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართა  კონცერტი.

საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე აუდიტორიას მიმართეს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ და თსსუ–ის რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კონცერტში მონაწილეობდნენ  ცნობილი მომღერლები და თსსუ–ის სახალხო ანსამბლი. კონცერტის დასასრულს 20 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საჩუქრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  შრომის, დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.