ინდოეთის საელჩოს პირველი მდივანის, ბატონი მოჰინდერ კაუშიკის ვიზიტი თსსუ-ში

ინდოეთის საელჩოს პირველი მდივანის, ბატონი მოჰინდერ კაუშიკის ვიზიტი თსსუ-ში

2016 წლის 25 მაისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოსა  და ამიერკავკასიაში ინდოეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბატონი მოჰინდერ კაუშიკი,  რომელიც შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, თსსუ-ის  ვიცე-რექტორებს: პროფესორ, ხათუნა თოდაძეს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს და გიორგი აბესაძეს, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით დელიბაშვილს და მის მოადგილეს ირინა კაპეტივაძეს.

მხარეებმა განიხილეს  21 ივნისს იოგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ ღონიძიების  ფარგლებში  თსსუ-ში დაიგეგმა  კონფერენციის ჩატარება, რომელიც იოგისა და ტრადიციული მედიცინის საკითხებს  და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მიეძღვნება.