ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის  2 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა  ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთსა და საქართველოში, მის აღმატებულებას სურეშ ბაბუს. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თოფურია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში დავით დელიბაშვილი და  უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციებზე, უნივერსიტეტის კავშირებზე უცხოეთის წამყვან  უნივერსიტეტებთან და მის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ  პროექტებზე, სასწავლო პროცესზე, ახალ სასწავლო და საერთაშირისო პროგრამებზე, საუნივერსიტეტო კლინიკებზე, სტუდენტთა ჩართულობაზე სხვადასხვა სასწავლო პროექტებსა და კულტურულ ღონისძიებებში.

შეხვედრაზე  დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის და ურთიერთობის საკითხები.