ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებსა და შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს “მედიქალ-სიტი” (ქუთაისი) შორის მემორანდუმების გაფორმების შესახებ

ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებსა და შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს “მედიქალ-სიტი” (ქუთაისი) შორის მემორანდუმების გაფორმების შესახებ

   
   

2015 წლის 31 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასა და შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალ “მედიქალ-სიტის” (ქუთაისი) შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.

მემორანდუმების ხელმოწერას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია - რექტორი, ზურაბ ორჯონიკიძე - კანცლერი, გიორგი აბესაძე - ვიცე-რექტორი, ზაზა ბოხუა - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ლაშა აბესაძე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ნოდარ ლომიძე - თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლია ძიძიგური - თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, მარინა გორდელაძე - შინაგანი მედიცინის N.1 დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მანანა ჟვანია - პედიატრიის დეპარტამენტის ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი.

მულტიპროფილური ჰოსპიტალის "მედიქალ სიტი” მხრიდან ხელმოწერას ესწრებოდნენ: გია გრძელიძე - ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი, ბადრი ჩაკვეტაძე, კობა აბუთიძე და კახა ყავლაშვილი - კლინიკის დამფუძნებლები, ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ ჩრდილელი - პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ომარ ნიშნიანიძე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს ოკურირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, შოთა მურღულია - ქუთაისის მერი, დავით დვალი - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ნადირაძე - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.