ირანის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია

ირანის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია

2016 წლის 23 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ირანის დელეგაცია: ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება აბას თალები ფარი და მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების  მინისტრის მოადგილე,  ფაიამე ნურის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როსტამ აბუსაეედი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და  გიორგი აბესაძე,  უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით  თოფურია. მათ სტუმრებს გააცნეს თსსუ-ის სასწავლო პროგრამებში არსებული სიახლეები, ისაუბრეს  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

ირანის დელეგაციამ დაათვალიერა თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. მათ მაღალი შეფასება მისცეს ცენტრის აღჭურვილობას, განსაკუთრებით –  თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ  მრავალფუნქციურ ანატომიურ მაგიდას, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში.  

სტუმრები, ასევე, ეწვივნენ თსსუ-ის ბიბლიოთეკას,  სადაც სტუდენტებს,  გარდა მრავალრიცხოვანი უცხოური და ქართული ლიტერატურისა, საშუალება აქვთ, ისარგებლონ  საერთაშორისო საგამომცემლო პორტალებით: Hinary, Scopus, ScienceDirect და სხვა.