ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის პირველ მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი მაჯიდ სამადზადე საბერი.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, პროფესორი გურამ ტატიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს ირანის უნივერსიტეტებსა და თსსუ-ს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.

ირანის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა შუამდგომლობა გაუწიოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ირანის უმაღლესი სასწავლებლების განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, თსსუ–ის დიპლომის აღიარების საკითხს ირანის რესპუბლიკის საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამომავლოდ ირანიდან სტუდენტთა ნაკადის ზრდას.

ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა თსსუ-ის ადმინისტრაციას გულთბილი დახვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ირანის უნივერსიტეტებსა და თსსუ-ის შორის მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.