ისრაელის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ: ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ-შითრითი (Nissim Ben-Shitrit), საერთაშორისო მარკეტინგული ორგანიზაციის „DARAVSHI“-ის ხელმძღვანელები: ანან დარავში (Anan Darawshi) და ნაზარ დარავში (Nazar Darawshi), ამავე ორგანიზაციის უკრაინის წარმომადგენელი დოქტორი ამრო (Dr. AMRO).

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიც-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  ირინა კაპეტივაძე.

სტუმრებმა  ისაუბრეს ისრაელში განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე. სურვილი გამოთქვეს, რომ გადაიდგას ნაბიჯები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.