იტალიელი და ესპანელი პროფესორების ლექციები თსსუ–ში

იტალიელი და ესპანელი პროფესორების ლექციები თსსუ–ში

 

2012 წლის 18-19 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კათოლიკა დელ საკრო კუორეს (იტალია) მედიცინის ფაკულტეტის ზოგადი პათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ფედერიკა ვოლფი და გრანადის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ბიოქიმიის, იმუნოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჯოზე პეინადო ჰერეროსი, რომლებმაც თსსუ-ის სტუდენტებს წაუკითხეს ლექციები:

პროფესორი ჯოზე პეინადო ჰერეროსი:

– „კვლევითი უნარები დიპლომამდელ სამედიცინო კურიკულუმში“ ;
– „კვლევის სწავლება/სწავლა, მეთოდოლოგია, შეფასება და რესურსები. პედაგოგების შეფასება“.

პროფესორი ფედერიკა ვოლფი:

– „კვლევითი უნარები: მონაცემების შეგროვება, კვლევის სტრატეგიები და შედეგების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.