2012 წლის 24–25 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია პავიის უნივერსიტეტის (იტალია) მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ელენა ჯიულოტო.
იტალიელმა კოლეგამ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
- „ტელომერის ბიოლოგია კიბოს მკურნალობისას და ხანდაზმულობის ასაკი“;
- „გენის ამპლიფიკაცია: მოლეკულური მექანიზმები წამლის რეზისტენტობა და ონტოგენული აქტივაცია“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.