იტალიელი სპიკერების ლექცია და მასეტერ–კლასი სამედიცინო უნივერსიტეტში

იტალიელი სპიკერების ლექცია და მასეტერ–კლასი სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 11–12 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება იტალიელი სპიკერების: ჯანლუკა პლოტინოს და ნიკოლა გრანდეს ლექცია-მასტერ კლასი.  იტალიელი სპიკერები უკვე მეორედ ჩამოვიდნენ საქართველოში და ამჯერადაც, მათი ორდღიანი ლექცია–მასტერ კლასის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, New Line Dental-ი  და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტი.

11 მაისს,  იტალიელმა სპიკერებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გააკეთეს  ლექცია–პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

• კბილის არხების პრეპარირების თანამედროვე მიღწევები: ძირითადი მცნებები და ინოვაციები,
• ხავერდოვანი გზის (გამავლობის ვექტორის) ფორმირება Mtwo და რეციპროკ R-Pilot ფაილების გამოყენებით,
• რეციპროკული მოძრაობის ფილოსოფია, ახალი Reciprocblue ინსტრუმენტი: ფუნქციები და მოხმარების ტექნიკა,
• Reciproc ფაილების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება კბილის არხების განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის და რთული შემთხვევების დროს,
• ირიგაციის პროტოკოლი და არხის აპიკალური მესამედის მომზადება,
• კბილის არხების შევსების სამ განზომილებიანი ტექნიკა თბილი გუტაპერჩას მეთოდით.

12 მაისს ჩატარდება  მასტერ კლასი:
• Mtwo ინსტრუმენტების საშუალებით ფესვის არხების ადეკვატური მომზადება,
• Mtwo ინსტრუმენტებით დამუშავებული ფესვის არხების ობტურაცია Carrier-basis ტექნიკით, Guttafusion სისტემის გამოყენებით,
• Reciproc ფაილის გამოყენებით არხების განბჟენის ჩატარება.