ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობები გაიმართა, რომლის მიზანს ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა, პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია და სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენდა.

საქართველოს ტესტირების ცენტრმა — AHF Georgia უნივერსიტეტის სივრცეში ჩაატარა სკრინინგი აივ-ინფექციაზე, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, კონფიდენციალურ გარემოში მიეღოთ შესაბამისი კონსულტაცია და ჩატარებინათ ტესტირება.

პრაქტიკული უნარების გაღრმავების მიზნით, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრმა გამართა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი. 

ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე — „ სპორტი და ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ვალერი ახალკაცი. 

აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის 7 აპრილს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.