„ჯანსაღი მომავალი თაობა“

„ჯანსაღი მომავალი თაობა“

 

2012 წლის 30 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის და თბილისის მერიის ერთობლივი აქციის „ჯანსაღი მომავალი თაობა“–ს ფარგლებში, პროფესორ მარინა გორდელაძის ხელმძღვანელობით, თბილისის N.172-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სამედიცინო კონსულტაციები.

უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაეწია 235 მოსწავლეს, მათ შორის 118 ვაჟს და 117 გოგონას. ბავშვის წონის, სიმაღლის და სხეულის მასის ინდექსის შეფასებისათვის გამოყენებული იქნა პერცენტული მრუდები, რომლებიც შედგენილია ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე, ზრდაში ჩამორჩენა, წონისა და სიმაღლის მოსაზღვრე დარღვევები გამოუვლინდა 69 მოზარდს, რომლებიც საჭიროებენ ენდოკრინოლოგის დაკვირვებას დინამიკაში და შემდგომ გამოკვლევებს, რაზეც სკოლის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები ექიმების მიერ ინფორმირებულები არიან.

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა რ. კვაჭანტირაძემ, ენდოკრინოლოგმა მ.ფხალაძემ და რეზიდენტებმა ნ.იმედაშვილმა, ს.გვასალიამ, თ. დუმბაძემ, მ.ჩიტაურმა, ი. ხურცილავამ.