კანადის, ბრიტანეთის კოლუმბიის უსაფრთხოების ინსტიტუტის (JIBC) წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კანადის, ბრიტანეთის კოლუმბიის უსაფრთხოების ინსტიტუტის (JIBC) წარმომადგენლების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ კანადის, ბრიტანეთის კოლუმბიის უსაფრთხოების ინსტიტუტის JIBC-ის წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, JIBC-ის უსაფრთხოების სკოლის დირექტორი, ბატონი მაიკ ტრამპი, JIBC-ის პოლიციის აკადემიისა და საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი, ბატონი კენ დევისი, JIBC-ის სასწავლო პროგრამებისა და ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი დებორა რიჩარდსი, JIBC-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამების წარმომადგენელი საქართველოსთან დაკავშირებით, ქალბატონი თინათინ მაღრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში, ბატონი ლევან მეტრეველი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, ბატონი ზურაბ ორჯონიკიძე და რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

     

შეხვედრისას სტუმრები გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის პრინციპებს, ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართულია პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობისაკენ.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორია, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს გააცნო მუშაობის პრინციპები და, სტუდენტთა სასწავლო კურიკულუმის მიხედვით, კლინიკური უნარ–ჩვევების სწავლების საკითხები.

     

სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს თსსუ–ის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა იოსებ მაისურაძემ და თსსუ–ის რექტორის მოადგილემ, ბატონმა გიორგი აბესაძემ დეტალურად გააცნეს სტუმრებს ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული მეცადინეობების შესახებ.