თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სამეცნიერო კვლევების საჭიროება – პერსონალური გამოცდილება“.
ლექცია წაიკითხა კაროლინსკას ინსტიტუტის (შვედეთი) საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტალოიანმა, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი პროფესიული და პირადი გამოცდილება როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ისე სამეცნიერო საქმიანობაში.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა ტალოიანმა, ასევე, ყურადღება დაუთმო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემებს თანამედროვე საზოგადოებაში. მან მიმოიხილა სოციალური სტიგმის, სისტემური ბარიერებისა და დისკრიმინაციის ზეგავლენა ამ ჯგუფების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, თვითშეფასებასა და ჯანდაცვის სისტემაზე წვდომის შესაძლებლობებზე.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა სპიკერთან ერთად იმსჯელეს ლექციაში განხილულ საკითხებზე.