კავკასიის უნივერსიტეტთა საბჭოს მორიგი ფორუმი თურქეთში

კავკასიის უნივერსიტეტთა საბჭოს მორიგი ფორუმი თურქეთში

2012 წლის 16-17 მაისს, აგრის იბრაჰიმ ჩეჩენის უნივერსიტეტში (თურქეთი) ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტთა საბჭოს მორიგი ფორუმი – „პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხები და სამომავლო გეგმები“, სადაც, კავკასიის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: ზურაბ ორჯონიკიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, თსსუ სამედიცინო განათლების, კვლევების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ნინო აფციაური.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე.

აგრის იბრაჰიმ ჩეჩენ უნივერსიტეტის ბაღში დაირგო მარადმწვანე მცენარეები შესაბამისი ქვეყნის ეროვნული დროშის, სიმბოლიკის და მონაწილე უნივერსიტეტების ლოგოს მითითებით.

     

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საძირკველი ჩაეყარა ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას.

განხორციელებული შეხვედრები მომავალში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას, მოხდება პრიორიტეტების გადაფასება, რეფორმებისა და ინოვაციების წახალისება, რომლებიც პოზიტიურ გავლენას იქონიებენ რელევანტურობის, ვალიდურობისა და საგანმანათლებლო სისტემებში ხარისხის ამაღლების საქმეში.