10 ნოემბერს კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის გაიმართა კონფერენცია „კერატოკონუსი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კორექცია“.
კონფერენციას უხელმძღვანელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა.
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს, ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა:
• პროფესორმა ვინჩენცო სარნიკოლამ (იტალია);
• პროფესორმა ქრისტინა ნიკულამ (რუმინეთი);
• პროფესორმა ანდრეი ზალატარევკიმ (რუსეთი);
როგორც პროფესორმა დვალმა აღნიშნა, ეს დაავადება ვითარდება ახალგაზრდა ასაკში და პროცენტულად გავრცელებულია ამიერკავკასიის ქვეყნეში, ამიტომ საქართველოსთვის ხსენებული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, საქრთველოს უკვე 15 წლიანი გაცდილება აქვს, როგორც კერატოკონუსის დიაგნოსტიკაში, ასევე მის სკრინინგსა და მკურნალობაში.
კონფერენციის ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები.
იხილეთ სიახლე სააგენტო ინტერპრესნიუსზე