კიბოს კონტროლისა და სკრინინგის IV საერთაშორისო კონფერენცია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კიბოს კონტროლისა და სკრინინგის IV საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2015 წლის 5 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით კიბოს კონტროლისა და სკრინინგის IV საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის მერიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი პროფ. ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კონფერენცია გახსნა ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულების ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა რემა ღვამიჩავამ – „კონფერენციის მიზანია კიბოს კონტროლისა და სკრინინგის თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ასევე, კონფერენციაზე ტრადიციულად შეჯამდება კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების 2015 წლის საქმიანობა“.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ქავთარაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მამუკა მახათაძემ.

კიბოს კონტროლისა და სკრინინგის IV საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ქართველ ონკოლოგებთან ერთად, მონაწილეობდნენ ცნობილი ონკოლოგები ირლანდიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო კონფერენციაზე კოლეგებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

  • „კიბოს კონტროლის პროგრამა და კიბოს ორგანიზებული სკრინინგი ირლანდიაში“ – ჯერომ კოფფი, ირლანდიის კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის დირექტორი, ირლანდია;
  • „კიბოს სკრინინგი საქართველოში“ – პროფესორი რემა ღვამიჩავა, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საქართველო;
  • „კიბოს სკრინინგი ირანში“ – პროფესორი მოჰამედ ე. აკბარი, კიბოს კვლევის ცენტრი, ირანი;
  • „კიბოს სკრინინგის პროგრამა ყაზახეთში“ – ალმაჟილ კაიდაროვა, ყაზახეთის სკრინინგის პროგრამის დირექტორი, ყაზახეთი;
  • „კიბოს რეგისტრი ირანში“ – პროფესორი ალირეზა მოსავი, ირანი;
  • „კიბოს კონტროლის პოლიტიკა რუსეთში“ – ანტონ ბარჩუკი, რუსეთი;
  • „სკრინინგის პროგრამის მიღწევები და პოლიტიკა სომხეთში“ – ანი აკობიანი, სომხეთი;
  • „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მასალის თვით აღების Qvintip-ის მეთოდი“ – ლანა ობოლენსკაია, „აპროვიქსი“, შვედეთი;
  • „HER2 - დადებითი ძუძუს კიბოს მიზნობრივი მკურნალობა“ – კახაბერ ლაზარეიშვილი, „როშ–ჯორჯია“, საქართველო;
  • „ადამიანის პაპილომა ვირუსის ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიები“ – გიორგი პაპაშვილი, „ჰუმან დიაგნოსტიკის ჯორჯია“, საქართველო;
  • „მაღალი რისკის ადამიანის პაპილომა ვირუსის პრევენცია სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონებში“ – რიჯად კონჯოდზიკი, თურქეთი;
  • „სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციები“ – წიგნის პრეზენტაცია, პროფესორი მიხეილ შავდია, საქართველო;
  • ონკოლოგიაში სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული მოხსენების პრეზენტაცია.

    კონფერენციის დასასრულს გაიმართა პროფესიული დისკუსია.