2023 წლის 20 -25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კილის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტიდან პროფესორი პოლ ჰოროქსი, პროფესორი ჯუნ კილინგი და სარა ენსლი სტუმრობდნენ.
აღნიშნული ვიზიტი თსსუ-ის მოწვევით განხორციელდა და მისი ძირითადი მიზანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (Problem-based learning (PBL)) ხელშეწყობა გახლდათ. ვიზიტის ძირითადი მასპინძელი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა იყო.
ჩატარდა სამუშაო შეხვედრების ციკლი, სადაც თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა და პროფესორებმა კილის უნივერსიტეტიდან ერთობლივად იმუშავეს ახალი PBL- ქეისებისა და პედაგოგთა გაიდლაინის შექმნაზე.