„კიტარო ვეტ ლაბი“ პირველად საქართველოში

„კიტარო ვეტ ლაბი“ პირველად საქართველოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  „მორენის თვალის ცენტრის“ ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, პროფესორი ჯეფ პეტი ეწვია, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტ–ოფთალმოლოგებს და უმცროს ექიმებს კატარაქტის ქირურგიის სასწავლო პროგრამა „კიტარო ვეტ ლაბი“ .

აღნიშნული  სასწავლო სისტემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტს სჩუქრად გადასცეს ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „უკანასკნელი დღეების წმინდნათა იესო ქრისტეს ფონდი საქართველოში“ წარმომადგენლებმა – ედმონდ და პამელა დოშებმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი აღნიშნავს, რომ „პამელა და ედმონდ დოშებს  ჩამოსვლა ემსახურება პაციენტთა მართვის გაუმჯობესებას ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტების პროფესიულ სრულყოფას.   კატარაქტის ქირურგია ყველაზე ხშირი და ეფექტური  ქირურგიული ჩარევაა  ოფთალმოლოგიაში. საქართველოში  წელიწადში 14 000 ოპერაცია უნდა კეთდებოდეს, სამწუხაროდ შესაბამისი კვალიფიკაციის ქირურგების დეფიციტის გამო,  მხოლოდ  8000–9 000კეთდება. მინდა  მადლობა გადავუხადო  პროფესორ ჯეფ პეტს და ცოლ-ქმარ დოშებს უანგარო დახმარებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ამაზე არ გაჩერდება, გვინდა, რომ ახალგზარდა თაობამ გაცვლით პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა.

სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი  ნინო  კარანაძე მაღალ შეფასებას აძლევს საერთაშორისო ტრენინგს, რომელიც პროფესორმა ჯეფ პეტმა ჩაატარა:  „კიტარო ვეტ ლაბის“საჩუქრად გადმოცემა  ნამდვილად საამაყოა. მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის რეზიდენტებს  საერთაშორისო სტანდარტებით მომზადების შესაძლებლობა  და ვუსურვო დიდი წარმატებები.  მადლობა მინდა  გადავუხადო თვალის კლინიკა  „ლაიონსების“ ადმინისტრაციას ტრენინგის ჩატარებისთვის გაწეული დახმარებისთვის.

„მორენის თვალის ცენტრის“ ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი, პროფესორი ჯეფ პეტი კმაყოფილია ქართველი რეზიდენტების  მომზადების დონით.

20 დეკემბერს, ოფთალმოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, ამერიკელმა სტუმრებმა ქართველ რეზიდენტებს გადასცეს საჩუქრები, ხოლო კლინიკა „ლაიონსების“ წარმომადგენლებმა კი – „კიტარო ვეტ ლაბის“ სასწავლო კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.