2023 წლის 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სტუდენტებმა, კულტურის ცენტრთან არსებული კლასიკური მუსიკის ჯგუფის წევრებმა: თორნიკე თომაშვილმა, ნინო და ვერიკო გერგაულებმა, გიგი გორგაძემ, ნია ფიფიამ, ანდრია გლავაცკიმ, ელენე გოგინოვმა, ნიკო იმნაძემ, ანა კორახაშვილმა, ერეკლე გუნდიშვილმა.
კონცერტზე შესრულდა: ჰენდელის, შუბერტის, ლისტის, ბეტჰოვენის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, სკრიაბინის, შუბერტის, მერაბიშვილის ნაწარმოებები. მაყურებლის წინაშე საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგნენ თსსუ-ის სტუდენტები: გიგი გორგაძე და ნიკოლოზ იმნაძე.
კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელია - მაესტრო გოდერძი ჩიტაიშვილი.