2013 წლის 28 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტები: ანა არაბიძე, შორენა კოჭლამაზაშვილი, მარიამ მეტრეველი, ნინო მჭედლიძე, გურამ ნავროზაშვილი, ქეთი რამიშვილი, თამარ ჯაბაური, მარიამ ჯაიანი, დავით ჯიმშელეიშვილი (ხელმძღვანელი გოდერძი ჩიტაიშვილი).
კონცერტზე თსსუ–ის სტუდენტებმა შეასრულეს: ბახის, შოპენის, შტრაუსის, ჩაიკოვსკის, ლაღიძის, აზარაშვილის უკვდავი მელოდიები.
სტუდენტების მაღალპროფესიონალურმა შესრულებამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.