2024 წლის 14-17 ივნისს რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაიმართა EPSU-ს (European public service union) - ევროპის საჯარო მომსახურების ფედერაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ფონდის „სოლიდარობა განათლებისთვის“ დამფუძნებელმა ზურაბ ტატიშვილმა.
ღონისძიებაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო EPSU-ს ახალგაზრდული კომიტეტის მმართველი საბჭოს (EPSU Youth Network Steering Committee) არჩევნები, რომელზეც ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა ზურაბ ტატიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ტატიშვილი ამ საბჭოს პირველი ქართველი წევრია.