კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების დეპარტამენტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების დეპარტამენტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

2022 წლის 3 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების დეპარტამენტმა,  სსიპ ქალაქ თბილისის N176 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. 

მოსწავლეებმა მოისმინეს  მინი-ლექცია  კრიტიკულ სიტუაციებში  პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც მათ ცენტრის თანამშრომლემბა: თორნიკე ჩიხრაძემ და ანა ფოჩხუამ  ჩაუტარეს. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვასაზრისით, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მულაჟებზე თავად განეხორციელებინათ ლექციის პრაქტიკული ნაწილი - არტერიული, ვენური სისხლდენის შეჩერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, პირველადი დახმარების აღმოჩენა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას და ა.შ.

N176 საჯარო სკოლის დირექცია, გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, დიდ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ  ზურაბ ვადაჭკორიას, კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, დეპარტამენტის თანამშრომლებს -  თორნიკე ჩიხრაძესა და  ანა ფოჩხუას.

,,პანდემიის შემდეგ, მოსწავლეებისათვის ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დღე! ვფიქრობთ, ლექცია და პრაქტიკული სამუშაო მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ და მომავალი პროფესიის არჩევის დროსაც გამოადგებათ“ ნათქვამია წერილში,  რომელიც უნივერსიტეტმა N176 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის სახელით მიიღო.