კონცერტი - „შეხვედრა ახალ თაობასთან“

კონცერტი - „შეხვედრა ახალ თაობასთან“

2022 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალურ დარბაზში“ ჩატარდა კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი - „შეხვედრა ახალ თაობასთან“.  პანდემიის გამო, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ,  აღნიშნული ღონისძიება  იყო პირველი მასშტაბური გამოსვლა იმ სტუდენტების, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადადგეს დიდ სცენაზე.

ღონიძიება გახსნა საღამოს ორგანიზატორმა, თსსუ-ის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბადრი მაჭავარიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა  მობრძანებისათვის და გააცნო კულტურის  ცენტრში მიმდინარე სიახლეები.  მისივე შეფასებით სტუდენტებს თსსუ-ში ადმინისტრაციის დიდი დახმარებით  შესაძლებლობა ეძლევათ თანაბრად წარმატებულები იყვნენ, როგორც პროფესიულ მიმართულებით, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგში, როგორც ეს ხდება ევროპისა და  აშშ-ის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა (ხელმძღვანელი-კულტურის ცენტრის დირექტორი ბადრი მაჭავარიანი, მთავარი ქორეოგრაფი - დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი - ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი  - დავით რატიანი, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელი - გელა ტაბაშიძე), კლასიკური მუსიკის ჯგუფმა  (ხელმძღვანელი - გოდერძი ჩიტაიშვილი), ახლად შექმნილმა ვოკალურმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი - ლევან ჩხაიძე), გოგონათა ანსამბლმა „დეკა“ (ხელმძღვანელი - დავით რატიანი) და თანამედროვე ცეკვების ანსამბლმა „ვეგა“ (ხელმძღვანელი ია კვირიკაშვილი). 

კონცერტს ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი; სტუდენტური თვითმართველობა; საქართველოს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები; ექიმები და საზოგადოების  სხვა წარმომადგენლები.