კონფერენცია თემაზე „გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია“

კონფერენცია თემაზე „გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2014 წლის  4-5 დეკემბერსსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგია“.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე,  საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების:WHO, CDC,  BTRIC/AEP, USAID, GRDF, UNICRI, UNFPA, UNICEF,სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და კვლევითი ინსტიტუტების, ჰოსპიტალური სექტორის, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილეს თემა „ინფექციური დაავადებების კუთხით გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეპიდაფეთქებების გამომწვევი ეკოლოგიური ფაქტორების კარგად შესწავლის გზით“, რაც მეტად რეზონანსული და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეთათვის.

 მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან. მათ იმსჯელეს  ეკოლოგიასა  და მის როლზე გარემოში არსებული პათოგენების განვითარების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი გარემო ფაქტორების განხილვას, ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და მართვის საკითხებს.

კონფერენციაზე განიხილეს თემები: „ბოლო პერიოდში აღმოცენებული პათოგენების კუთხით მიღებული გამოცდილება“, „ეკოსისტემის დინამიკა“, „ეკოლოგია და ბიო–ეპიდზედამხედველობა“, „პათოგენების მრავალფეროვნება და განვითარება“, „პათოგენების ურთიერთობა გამომწვევებთან და გადამტანებთან“, „ეკოლოგიის როლი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში“.