2016 წლის 29-30 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია - ,,ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - IX“.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და თემის გარშემო მსჯელობას.
ღონისძიება გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ. აუდიტორიას მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ღვაწლმოსილი პროფესორი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე.
კონფერენციაზე პირველი მოხსენება - “დაბალი შემცველობის პროტეინი”, “ხორბლის მუცელი”, “მარცვლეულის გონება” და კომპანია: სერიოზული კონცეფციები თუ მხოლოდ პოპულარული ტრენდები?“ წარადგინა ბონის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა მიხეილ ლენტცემ. მოხსენებამ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, დაისვა კითხვები.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
"ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა“ - ნ. უბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ე. უბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; მ. ჩიქოვანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; მ. ღუღუნიშვილი; ნ. შვანგირაძე; გ. გოგბერაშვილი;
"რესპირატორული ინფექციების რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია” - ყ. ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
"პრო - და პრებიოტიკები – ე.წ. ევიდენსური პრეპარატები“ - ი.ა. კორინთელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;
,,ბავშვის დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისაგან“ - რ. ქარსელაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ი. ჟორჟოლიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ქ. სარალიძე; ქ. დავითაშვილი;
,,ტყვიისაგან თავისუფალი ბავშვი“. ლიანა სირაძე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
,,ფუნქციური ბილირუბინემია ბავშვთა ასაკში“ - მ. კვეზერელი-კოპაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ა. კვეზერელი-კოპაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
,,ლიზობაქტი – უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი მთელი ოჯახისთვის” - მ. ხორგუანი;
,,სინკოპეს მართვა ბავშვებსა და მოზარდებში” - ფ. ლურსმანაშვილი;
,,ინტეგრალური მიდგომა ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას ბავშვთა ასაკში” - მ. კობახიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი;
,,ანტიბიოტიკების აპოკალიფსი” - მ. ხოჭავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თ. ჯოხთაბერიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ი. შალამბერიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
,,ბავშვთა და მოზარდთა ასაკის ტიკური ჰიპერკინეზების დიფერენციული დიაგნოსტიკა და მართვა” - ნ. გელაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნ. ხაჭაპურიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ს. ბახტაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი; ნ. კაპანაძე; მ. ხუნდაძე;
,,ვასკულიტების მართვა” - ყ. ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თ. კუტუბიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
,,ახალშობილთა პერსისტული ჰიპოგლიკემიის შეფასება და მართვა” - თ. გოთუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; ი. ფავლენიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
,,ტორჩ-ინფექციების პრევენცია დერმატიტის მკურნალობისას ბავშვთა ასაკში” - ე. გეთია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
,,ასთმის კონტროლი ექიმის და პაციენტის ერთობლივი ამოცანაა“ - ი. ჟორჟოლიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
,,ენტერო და პარვოვირუსული ინფექციები ბავშვებსა და ნოზარდებში“ - მ. ჯავახაძემედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
,,ფუნქციური ჰიპერკორტიციზმი მოზარდთა ასაკში“ - ი. ფაღავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
,,პერიოდული ცხელების, აფტოზური სტომატიტის, ფარინგიტის და ადენიტის სინდრომი“ - თ. კუტუბიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
,,პედიატრიული ოფთალმოლოგიის აქტუალური საკითხები“ - ლ.ცომაია,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.