კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა  და  მედიცინა”

კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  მიმდინარე წლის 13 მარტს, III სამეცნიეროკონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” ჩატარდა, რომელმაც უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, კონფერენცია ეძღვნება კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან დაკავშირებულ, ადამიანზე მოქმედ ფაქტორებს,  პროფილაქტიკური მედიცინის ახალ გამოწვევებს, მიღწევებსა და ხედვებს. კონფერენციას უძღვებოდა, ასოცირებული პროფესორი – დავით ზარნაძე. სტუმრებმა: პროფესორმა  რამაზ ყურაშვილმა და  ჯანსაღი კვების სპეციალისტმა, პროფესორმა ელენა შელესტოვამ, აქტუალურობიდან გამომდინარე, დადებითი შეფასება მისცეს წარმოდგენილ თემებს.

 კონფერენციის 15-ვე მონაწილე, რომლებმაც წაიკითხეს მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე,  მიიწვიეს ტელეკომპანია “ტელევიზია ქართულში”, სადაც კიდევ ერთხელ გაშუქდა კონფერენციაზე წარმოდგენილი პრობლემატური თემები.