კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”

კონფერენცია “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა”

2016 წლის 25 მარტს, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  გაიმართა კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს:   მედიცინის მეცნიერებათა აკადემიურმა  დოქტორმა, ივანე  ბერიტაშვილის  სახელობის ბიომედიცინის ცენტრის რადიობიოლოგიის დეპარტამენტის გამგემ, პროფესორმა მარინა ნიკოლაიშვილმა ( “რადიაციის მცირე დოზების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რადიაციის მაღალი დოზების გავლენა აგრესიაზე,  მათი  ნეოროქიმიური პრედიქტორები, ფიტოპრეპარატები, ანტიოქსიდანტები“), მედიცინის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ენდოკრინოლოგმა, დიაბეტის  ეროვნული  ცენტრის  დირექტორმა, პროფესორმა  რამაზ ყურაშვილმა (“ტიპი2 შაქრიანი დიაბეტი – რისკის ფაქტორებიდან პრევენციამდე”) და დიაბეტის  და  ნუტრიციოლოგიის  სერტიფიცირებულმა  სპეციალისტმა ელენა შელესტოვამ  (”ჯანსაღი კვება და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი”).

კონფერენციაზე  თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს  მოხსენებები:  ,,რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები საქართველოში“ (ირაკლი თორთლაძე),  ,,ბავშვური აზროვნება მენეჯმენტში“ (დავით შოვნაძე), ,,სტრესის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე, ლაბორატორიულ ვირთაგვებზე  ჩატარებული ცდების მიხედვით“ (გიორგი ბეროშვილი  და შალვა ლეკიაშვილი), ,,ორსულობა და იოდდეფიციტი“ (მარიამ აბისონაშვილი), ,,არტთერაპიის როლი  ბავშვის განვითარებაში“ (ნინო ლინჩიკი), ,,სასმელი   წყლის ჰიგიენა  და  მისი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ (ხატია მილორავა და  გვანცა ყველაშვილი), ,,პირველადი ჯანდაცვის განვითარება საქართველოში“ (მარიამ  დავითაძე და  მირანდა ნონიკაშვილი), ,,ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების როლი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში“ (გიორგი გაგუა), ,,სტრესი  და სტრესფაქტორები“ (მარიამ ბაისონაშვილი), ,,პროფესიული გადაწვა“ (ნათია    ვარშანიძე და თამარ ადამია) და  ,,მელოთერაპია“  (რუსუდან ცინცაძე).