კონფერენცია - ,,ინოვაციები მედიცინაში“

კონფერენცია - ,,ინოვაციები მედიცინაში“

2017 წლის 30 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია - ,,ინოვაციები მედიცინაში“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი და თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტი.

კონფერენცია ეძღვნებოდა თანამედროვე ბიომედიცინის მთავარ მიღწევებს და მათი გამოყენების პერსპექტივებს კლინიკურ პრაქტიკაში. კონფერენციაზე, ასევე განიხილეს ფარმაკოგენომიკის მნიშვნელობა დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის, დაბერების გენეტიკური მექანიზმები და პერსონალიზებული მიდგომა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის; პოლიპრაგმაზიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები.

ღონისძიება გახსნა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და ღონისძიების უშუალო ორგანიზატორმა, თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გაიანე სიმონიამ.

კონფერენციაზე აუდიტორიამ მოისმინა შემდეგი მოხსენებები:

„ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“ ( მომხსენებელი თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე);

„პერსონალიზებული კარდიოლოგია: ახალი პარადიგმები” (მომხსენებელი თსსუ-ის გერიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია);

„პერსონალიზებული  მედიცინა  ონკოჰემატოლოგიაში“ (მომხსენებელი  თსსუ-ის ჰემატოლოგიის N1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეა ვაწაძე);

„პოლიპრაგმაზიის და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები“ (მომხსენებელი სამეცნიერო  უნარ-ჩვევების  ცენტრის  დირექტორი, თსსუ-ის ფარმაკოლოგიის  დეპარტამენტის  ასოცირებული  პროფესორი  ლუიზა  გაბუნია);

„გერიატრიული პაციენტების მართვის თავისებურებანი და უპირატესობები სხვადასხვა ნოზოლოგიების დროს“  (მომხსენებელი თსსუ-სგერიატრიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი ირინე ანდრონიკაშვილი);

„ინსულტის  მკურნალობის  თანამედროვე  სტანდარტები და  ინოვაციები“ (მომხსენებელი ნევრულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, პროფესორი მაია  ბერიძე);

„ცერებრული ჰემოცირკულაციის ნეიროსონოლოგიური მეთოდით კვლევის თანამედროვე ასპექტები“ (მომხსენებელი  ულტრასონოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მარინა ალფაიძე