კონფერენცია “პლაფერონი და მედიცინის სხვა ინოვაციები”

კონფერენცია “პლაფერონი და მედიცინის სხვა ინოვაციები”

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ ორგანიზებული  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების  საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა თსსუ–ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია “პლაფერონი და მედიცინის სხვა ინოვაციები”.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს:  

პროფესორმა თამარ სანიკიძემ – „მცენარეული ბუნების ექსტრაქტების ანტიოქსიდანტური აქტივობა უჯრედულ და ცხოველურ მოდელურ სისტემებში და კლინიკურ კვლევებში“;  პროფესორმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა – „საკვები მცენარეები და ადამიანის ჯანმრთელობა“;  უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა  მანანა ესაიაშვილმა – „საკვები მცენარეების ექსტრაქტების გამოყენება მედიცინაში“;  უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ირინა ანდრონიკაშვილმა –  „მარილის მოხმარების გავლენა ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებაზე“;  უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა  ეკა კვარაცხელიამ – „ქრონიკული ანთებითი პროცესების ეპიგენეტიკური მოდიფიკატორები“;   უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მაკა გონგაძემ – „ორსულობის შეწყვეტა და თანდაყოლილი ანომალიები -  მიზეზები, მექანიზმები და ორსულობის გამოსავალის კორექტირების შესაძლო გზები“;  უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა  სულიკო კუპრაძემ – „ცეოლიტების გამოყენება მედიცინაში“;  პროფესორმა  ია ფანცულაიამ – „იმუნოდაბერება: ადაპტაცია თუ დისრეგულაცია“;  პროფესორმა  ნინო ჭეიშვილმა – „რადიოსიხშირული აბლაციის გავლენა ჩD4+ თ–უჯრედების სუბპოპულაციებზე ღვიძლის სიმსივნის დროს“; უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნუგზარ მღვდელაძემ – „ხერხემლიანების თვალის ბროლის ევოლუცია და კატარაქტა“;  პროფესორმა გიორგი გურგენიძემ – „გლუკოკორტიკოიდ–დამოკიდებული ბრონქული ასთმის მკურნალობის უსაფრთხო ალტერნატიული საშუალებების ძიება“; თსსუ-ის დოქტორანტმა  ქეთევან მაზმიშვილმა  (თსსუ-ის დოქტორანტი) – „ღვიძლის სიმსივნის მკურნალობის რადიოსიხშირული თერმული აბლაციით მკურნალობის მეთოდი“;  და  პროფესორმა ბორის კორსანტიამ – „იმუნორეაბილიტაცია არაინფექციური პათოლოგიების დროს“.

ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო პოსტერული მოხსენებები, ფარმაცევტული პროდუქცია, ბეჭდვითი მასალა.