კონფერენცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები

კონფერენცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  ორგანიზებით, 2023 წლის 16-17 ივნისს  გაიმართა მესამე კონფერენცია - ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები’’.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები. კონფერენციას უძღვებოდა ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე.

მოხსენებები წარმოადგენდა ორიგინალური კვლევების შედეგებს, რომელიც შესრულდა სტუდენტების მიერ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა  COVID-19  პანდემიის მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციით მართვადი ინფექციების ეპიდემიოლოგიის,  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, კურორტ წაღვერის მინერალური წყლების ჰიგიენური მახასიათებლების, კვების ჰიგიენისა და ნუტრიციოლოგიის აქტუალური საკითხები. 

აღსანიშნავია, რომ დებრეცენის (უნგრეთი) უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა დებრეცენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ზურაშვილი, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი კვლევის შედეგები.

ღონისძიება მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.