თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით 2024 წლის 26-27 აპრილს მეოთხედ გაიმართა ტრადიციული კონფერენცია - ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები’’.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები. კონფერენციას უძღვებოდა ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ციმაკურიძე.
ღონისძიება მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.