მიმდინარე წლის 29 ივნისს თსსუ–ის ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელთათვის ჩატარდა კონფერენცია ,, სოციოლოგია ჯანდაცვაში“.
კონფერენცია ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება, რათა სტუდენტებმა გამოიმუშაონ პრეზენტაციის, დისკუსიის წარმართვის, კვლევის წარმოების უნარ–ჩვევები.
კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო სტუდენტების წახალისების მიზნით, ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო მოხსენებების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებში.