კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“  სამედიცინო ინსტიტუტის დაარსებიდან 84 წლისთავს მიეძღვნა

კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“ სამედიცინო ინსტიტუტის დაარსებიდან 84 წლისთავს მიეძღვნა

2014 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე,  ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების და ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია სამედიცინო  სოციოლოგიაში, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის დაარსებიდან 84 წლისთავს მიეძღვნა. (თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წლის 10 ივნისს დაარსდა). კონფერენციაში ჯანდაცვის ფაკულტეტის  I კურსის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას: მარიამ საჯაია, ლელა ჟვანია, დავით შოვნაძე, ანა ტაკიძე, ლიკა ობოლაძე, გვანცა მანჯგალაძე, მირანდა ნონიკაშვილი, ნათია ვეკუა, მარიამ გულუა, ლელა ჟვანია, თამარ მოზაიძე, ლიკა აბულაძე, ელენე ამბროლაძე, მარიამ წერეთელი, თამთა ნაკაშიძე, თეა აფშილავა, მარიამ დავითიძე, ნინო შუბითიძე, თამთა მელაშვილი, რუსუდან თავდგირიძე,  თინათინ სუჯაშვილი, ხატია მათურელი, მეგი ჯოხაძე, გიორგი კუპრაშვილი, ნინო მიქელაძე, სოფიკო გონაძე და ქეთი ქობულაძე.    საპრეზენტაციო  თემები  საჭირო და პრობლემატური გახლდათ თანამედროვე საზოგადოებისთვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ: პროფესორი ლევან ბარამიძე,  ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ასისტენტ პროფესორები: დალი კიტოვანი, ლილი ლომთაძე, მარინა ყაჯრიშვილი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი სეირან ქოჩარიანი, სომხეთის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუნე ქოჩარიანი.

როგორც პროფესორმა ირინე ზარნაძემ გვითხრა, „კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“ უკვე ხუთი წელია, ყოველწლიურად ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  პირველი კურსი გადის  სამედიცინო სოციოლოგიის საფუძვლებს. მათთვის  ეს არის შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ვლინდება მათი კვლევითი უნარ–ჩვევები. საპრეზენტაციო თემების წარდგენის შემდეგ  ხდება საუკეთესო ნაშრომების სელექცია და პრეზენტაცია. სასიამოვნოა, რომ ადრე თუ კონფერენციაზე  10–15  მონაწილე გვყავდა, ახლა 28 მონაწილე გვყავს“.

გამოვლინდა საუკეთესო საპრეზენტაციო თემების ავტორები: I ადგილი მიენიჭა დავით შოვნაძის თემას, II ადგილი – მირანდა ნონიკაშვილის თემას, ხოლო  III ადგილი – თეა აფშილავას თემას.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.