თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დნმ-ის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კონკურსი ,,დნმ-ის დღე არტ გენომი 2025“ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმის გზით სტუდენტებში გენეტიკისადმი ინტერესის წარმოჩენა იყო.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 42, მათ შორის 26 საერთაშორისო სტუდენტი. მონაწილეები წარმოადგენდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს და ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა საპატიო სერტიფიკატებისა და პრიზების მფლობელები, რომლებიც შემოქმედებითი ხედვითა და სამეცნიერო კონტექსტის გააზრებით გამოირჩეოდნენ:
საპატიო სერტიფიკატები:
• თომას კრუპა — გლობალური ხედვა საოცარ კოლაჟში
• ნინი გაგვიშვილი — თბილი და გულისხმიერი ამბავი დონორებიდან პაციენტებამდე
• გაჯადირა ჩანუდი — „დნმ-ის ხიდი“ მეცნიერებასა და ცხოვრებას შორის
გამარჯვებულები:
• I ადგილი: ნინო კუსიანი
ნამუშევარი, სადაც ადამიანის სხეული გენომური ცოდნისა და პერსონალიზებული მედიცინის სიმბოლოდ იქცა!
• II ადგილი: ჰიბა პინდათი
ნეონური სინათლის გზით — დიდი მონაცემებიდან მომავლის მედიცინამდე!
• III ადგილი: ბათულ რომანა
„სიცოცხლის ხე“ — ბიობანკები, როგორც ჯანსაღი მომავლის ფესვები!
კონკურსის ,,დნმ-ის დღე არტ გენომი 2025“ ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.