კონკურსი-ვიქტორინა - ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევები“

კონკურსი-ვიქტორინა - ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევები“

 2017 წლის 27 სექტემბერს „ მენიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“ -ის  ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა   კონკურსი-ვიქტორინა - ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის  მედიცინის ფაკულტეტის III-VI სემესტრის სტუდენტებმა.  ვიქტორინის  მომზადებასა და ჩატარებას ხელმძღვანელობდა თსსუ-ის კლინკური უნარ-ჩვევების ცენტრის  დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე. ჯგუფებს მოსამზადებელი ტრენინგები ჩაუტარა და ვიქტორინის მიმდინარეობა შეაფასა ექიმმა რეანიმატოლოგმა,  თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა - გიორგი ბერიაშვილმა, ღონისძიების მოდერატორი კი თსსუ–ს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის თანამშრომელი ლაშა ლობჯანიძე გახლდათ. ჯგუფები დროის გრაკვეულ მონაკვეთში ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებებს, როგორიცაა:  პაციენტისათვის პირველი დახმარების გაწევა, სისხლდენის შეჩერება, სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა,  იმობილიზაცია და ტრანსპორტირება; გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR )  მანეკენზე,  პორტატული AED -ის  გამოყენება;  უცხო სხეულის ამოღების ტექნიკა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ დავალებებს და  ცოდნისა და მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს. 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა საჯარო  სკოლის 50-მდე მოსწავლეც, მათ  სტუდენტების დახმარებით   ჩაატარეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურები.
გუნდებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ვიქტორინას ესწრებოდნენ და მაღალი შეფასება მისცეს: თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურად ვადაჭკორიამ, კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ და ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა სკოლის მოსწავლეების სურვილს სასწავლებლის სივრცეში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი ტიპის ღონისძიებები.