კრიკეტის ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კრიკეტის ტურნირი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის  ორგანიზებით 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ჩატარდა ჩემპიონატი კრიკეტში.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ  სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული რვა გუნდი. დაძაბული ჩემპიონატის დასასრულს ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ  შრილანკელი სტუდენტების გუნდი "Lions" და ინდოელი და გაიანელი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი "Changad factory“.  

თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და ანგარიშით 127-126 დასრულდა შრილანკის "Lions"-ის სასარგებლოდ, შესაბამისად აღნიშნული გუნდი გამარჯვებული და ზამთრის სეზონის კრიკეტის ჩემპიონი გახდა.

დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი თარაქა დუნუვილა.