კულტურის ცენტრის მორიგი კონცერტი თსსუ-ში

კულტურის ცენტრის მორიგი კონცერტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული  ანსამბლისა და სტუდენტური კაპელა „კანტა მედიკას“ კონცერტი გაიმართა.

კონცერტის ფარგლებში შესრულდა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული და უცხოური მუსიკალური კულტურის გამორჩეული რეპერტუარი წარუდგინა.

კონცერტს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესითა და მხარდაჭერით მოისმინეს მონაწილეთა შესრულებები. 

კონცერტმა, ტრადიციულად დიდი ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თსსუ-ის სტუდენტთა მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი და კულტურის ცენტრის მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების პროცესში.